ადამიანებს — და სხვა რთულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს — აქვთ ერთად მოქმედი ორგანოების სისტემები, რომლებიც აწარმოებენ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს.
სხეულს აქვს ორგანიზაციის დონეები, რომლებიც ერთმანეთზეა აგებული. უჯრედები აგებენ ქსოვილებს, ქსოვილები ქმნიან ორგანოებს, ხოლო ორგანოები — ორგანოთა სისტემებს.
ორგანოთა სისტემის ფუნქცია დამოკიდებულია მისი ორგანოების შეთანხმებულ აქტივობაზე. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები შეთანხმებულად მოქმედებენ საჭმლის გადასამუშავებლად.
ორგანიზმის გადარჩენა დამოკიდებულია ორგანოთა ყველა სისტემის შეთანხმებულ აქტივობაზე, რასაც ხშირად ენდოკრინული და ნერვული სისტემები კოორდინირებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий