ხერხემლის სვეტი
შესაბამისად, მალებს ყოფენ 5 ჯგუფად:
კისრის მალები – 7
გულმკერდის მალები – 12
წელის მალები – 5
გავის მალები – 5
კუდუსუნის მალები – 4 ან 5.
ხერხემლის სვეტის ნაწილები საგიტალურ სიბრტყეში ქმნიან ოთხ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – კისრის, გულმკერდის, წელისა და გავის.
კისრის მალების საერთო ტიპისაგან გამოირჩევიან: I – ატლანტი – atlas, II – ღერძმალა, ანუ აქსისი – axis
გულმკერდის მალები (12 მალა) – გაცილებით დიდია კისრის მალებთან შედარებით; მათი სხეულების ზომები თანდათანობით მატულობს დაწყებული 1-დან მე-12 მალამდე.
წელის მალები (წელის 5 მალა) – გამოირჩევიან მასიურობითა და სიმტკიცით. მათ სხეულს აქვთ მარცვლის ფორმა, რკალები ძლიერადაა განვითარებული, ხვრელები დიდი ზომისაა და აქვთ სამკუთხა ფორმა.
გავის მალები (გავის 5 მალა) – ყრმობის ხანაში ერთმანეთს უერთდებიან და ქმნიან ერთ მთლიან ძვალს.
კუდუსუნის მალები (4 – 5, იშვიათად 3 – 6 მალა) შეზრდილია ერთმანეთთან და ქმნის ერთ მთლიან კუდუსუნის ძვალს.
გულმკერდი
გულმკერდი – ძვლოვანი ღრუა, რომელიც შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილით, ნეკნებითა და მკერდით. გულმკერდში განასხვავებენ წინა, უკანა და გვერდით კედლებს, ზემო და ქვემო ხვრელებს. წინა კედელს წარმოქმნის მკერდი და ხრტილოვანი ნეკნები. უკანა კედელი წინასთან შედარებით უფრო გრძელია და წარმოქმნილია გულმკერდის მალებითა და ნეკნების უკანა ბოლოებით; გულმკერდის უკანა კედლის გარეთა ზედაპირზე, მალების წვეტიან მორჩებსა და ნეკნთა კუთხეებს შორის იქმნება ორი ღარი – ზურგის ღარები; ისინი ამოვსებულია ზურგის ღრმა კუნთებით. გულმკერდის შიგნითა ზედაპირზე არსებობს ასევე ორი ღარი – ფილტვების ღარები – რომლებზედაც თავსდება ფილტვები. გულმკერდის გვერდითი კედლები შედარებით გრძელია და წარმოქმნილია ნეკნების სხეულებით. ნეკნებს შორის მოთავსებულია ნეკნთაშუა სივრცეები – რომლებიც ამოვსებულია თანამოსახელე კუნთებით. გულმკერდის ღრუ – შემოსაზღვრულია ზემოთ აღნიშნული კედლებით და გააჩნია ორი ხვრელი – ზემო და ქვემო ხვრელები. გულმკერდის ზემო ხვრელი (შესავალი) – ქვედასთან შედარებით პატარაა, შემოსაზღვრულია წინიდან მკერდის ძვლის ტარის ზემო კიდით, გვერდებიდან – პირველი ნეკნებით და უკნიდან – გულმკერდის პირველი მალის სხეულით.
გულმკერდის ქვემო ხვრელი (შესავალი) – შემოსაზღვრულია წინიდან მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩით, ნეკნთა რკალით – ცრუ ნეკნების ხრტილოვანი ბოლოებით, გვერდებიდან – XI და XII ნეკნების თავისუფალი ბოლოებითა და XII ნეკნების ქვემო კიდეებით, უკნიდან –გულმკერდის XII მალის სხეულით.
გულმკერდის მოყვანილობა და მისი ზომები სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია. გულმკერდი მამაკაცებში გრძელი, ფართო და შედარებით უფრო კონუსისებურია, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, გულმკერდის ფორმა იცვლება ასაკთან ერთად.
ნეკნები
ადამიანს 12 წყვილი ნეკნი აქვს. ნეკნები წარმოადგენენ სხვადასხვა სიგრძის, რკალისებურად მოხრილ ძვლებს, რომლებიც სიმეტრიულად უკავშირდებიან ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს.
თითოეულ ნეკნში განასხვავებენ ნეკნის უკანა, შედარებით გრძელ – ძვლოვან ნაწილს – წინა, ხრტილოვან ნაწილს – ნეკნის ხრტილს – და ორ ბოლოს – წინას, ანუ სამკერდე ბოლოს, და უკანას, ანუ ხერხემლის ბოლოს.
ქვედა ხუთი წყვილი ნეკნი ცნობილია როგორც ცრუ ნეკნები – მათგან VIII, IX და Х ნეკნები ხრტილოვანი ნაწილით უერთდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი VIII ნეკნი VII ნეკნის ხრტილს უკავშირდება. XI და XII (ზოგჯერ X) ნეკნის ხრტილები არ უერთდებიან არც მკერდის ძვალს და არც ერთიმეორეს და მათი სამკერდე ბოლოები თავისუფლად მდებარეობენ მუცლის კუნთების სისქეში.
მკერდის ძვალი (მკერდი) – წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის კენტ, ბრტყელ ძვალს, წინა გამოზნექილი და უკანა ჩაზნექილი ზედაპირით.
მკერდი სამი ნაწილისაგან შედგება: მკერდის ტარი, მკერდის სხეული და მახვილისებრი მორჩი. სამივე ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება ხრტილოვანი ჩანაფენით, რომელიც ასაკთან ერთად ძვალდება.
ქალა
კეფის ძვალი
საფეთქლის ძვალი
თხემის ძვალი
შუბლის ძვალი
ზედა ყბა
ცხვირის ძვალი
ყვრიმალის ძვალი
ქვედა ყბა
ზემო კიდურის ჩონჩხი
ზემო კიდურის სარტყელი
ლავიწი და ბეჭის ძვალი
ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
მტევანი
ქვემო კიდურის ძვლები
ქვედა კიდურის სარტყელი
მენჯი
ქვედა კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
Комментариев нет:
Отправить комментарий