საგან „ბიოლოგიის“ სწავლა-სწავლება გულისხმობს ცოცხალი სისტემების
(უჯრედიდან ეკოსისტემის ჩათვლით) შესწავლას, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის
შენარჩუნების მნიშვნელობის გააზრებას. სასწავლო კურსის განმავლობაში მოსწავლე
გაეცნობა ორგანიზმის სხვადასხვა ჯგუფს, აგრეთვე
ზოგიერთ ევოლუციურ, ეკოლოგიურ და გენეტიკურ კანონზომიერებას.
საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება
აქტივობებში, რომლებიც მას მოვლენების არსის გაგებაში, ახალი ცოდნის შექმნასა და
ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება.
ბიოლოგიის სწავლა-სწავლება
მიზნად ისახავს:
·
მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი ცოცხალი სამყაროს შესწავლის მიმართ;
·
მოსწავლემ შეძლოს ბიოლოგიური კანონზომიერებების გაანალიზება;
·
მოსწავლემ შეძლოს ორგანიზმში და გარემოში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების ურთიერთდაკავშირება;
·
მოსწავლეს გამოუმუშავდეს კვლევითი უნარ-ჩვევები;
·
მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს გარე სამყაროს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება;
·
მოსწავლემ გააანალიზოს ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა;
·
მოსწავლეს შესძინოს დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий